26 | 06 | 2017

ინფრასტრუქტურის კომისიამ პარკირების წესის შესახებ იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯუმბერ ბლაგიძე უძღვებოდა.

კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრულ მნიშვნელობან საკითხებთან ერთად ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ იმსჯელა.

აღნიშნულ საკითხის ირგვლივ შეკითხვებს გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ფაცურია და იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავა პასუხობდნენ.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ პარკირების წესის შემუშავება და მოეწყობა პარკირების რამდენიმე ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე.

წარმოდგენილ საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა. 
როგორც აღინიშნა პარკირების წესის მიღება უზრუნველყოფს არამხოლოდ ავტომანქანების პარკირების ორაგნიზებულობასა და მოძრაობის უსაფრთხოებას, არამედ დაცული იქნება ქვეითთა ინტერესებიც.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია