26 | 06 | 2017

საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილი უძღვებოდა.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც რეგლამენტში განსახორციელებლ ცვლილებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის გამარტებით, ცვლილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას ეხება, ასევე ცვლილების შედეგად გამიჯნული და დაკონკრეტებული იქნება საკრებულოს კომისიების, ფრაქციების უფლებამოსილებები და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ვადები.

სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“, რომელიც აქტიურად განიხილება საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომაზე.

როგორც აღინიშნა, პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ პარკირების წესის შემუშავება და მოეწყობა პარკირების რამდენიმე ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე. წარმოდგენილ საკითხს კომისიამ მხარი დაუჭირა.

ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ კომისიამ ,,სხვადასხვა“ საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია