19 | 08 | 2017

ლანჩხუთში პარკირების ადგილები მოეწყობა

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე, თავმჯდომარე კახა ურუშაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ იმსჯელა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული საკითხის განხილვა საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე აქტიურად მიმდინარეობდა.
როგორც საკითხის წარმდგენმა გიორგი ფაცურიამ განაცხადა, პირველ ეტაპზე მოხდება პარკირების წესის შემუშავება და მოეწყობა პარკირების ადგილები ქალაქის ტერიტორიაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია