23 | 10 | 2017

გამგებელი ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა

25 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა. ბატონმა ზაზამ ვრცლად მიმოიხილა ის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 2015-2016 წლებში ნინოშვილში ჩატარდა. კერძოდ, მოწესრიგდა წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, შეკეთდა შიდა გზები, მოეწყო საფეხბურთო მოედანი, მოეწყო დიდი და მცირე ზომის ხიდები, გაკეთდა ყორე-ქვის გაბიონები და ა.შ. გარდა ამისა 2015 წლიდან დღემდე სხვდასხვა სოციალური პროგრამებიდან 10 378 ლარია დახარჯული.
მიუხედავად ამ ყველაფრისა არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ეტაპობრივად დაიწყება თითოეული სოფლის, უბნის პრობლემის შესწავლა და მათ მოსაგავრებლად ყველაფერი გაკეთდება.
ზაზა ურუშაძზემ სტიქიისაგან დაზარალებული გიორგი მარგალიტაძის ოჯახი მოინახულა. შემდეგ კი ხათუნა გოგუაძის მრავალშვილიან ოჯახს ეწვია. ამის შემდეგ იზოლდა მიქაბერიძის ოჯახში მივიდა.მათ ტკბილეული და სხვა სახის საკვები პროდუქტები გადასცა. „-ამ ხნის ქალი ვარ და ჩემი ჭირ-ვარამის გასაზიარებლად ჯერ არავინ მოსულა. მადლობა თქვენ ამ სიკეთისთვის“_განაცხადა ქალბატონმა იზოლდამ.
„-ჩვენ დავიწყეთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა სოფელს მოვივლით, მივალთ იმ ოჯახებში ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი პრობლემები დროულად მოგვარდეს“ _ განაცხადა გამგებელმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა