18 | 08 | 2017

ლანჩხუთში 26 მაისი აღინიშნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 26 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნა.
ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბესიკ ტაბიძემ კოლეგებთან ერთად თავდაპირველად ნოე ჟორდანიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით ძეგლი გვირგვინით შემაკეს საკრებულოს ფრაქცია "მეტი ქალი პოლიტიკაში" წევრებმა.
აქალაქის ცენტრალურ სკვერში სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობდა: ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. პარალელურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები შოთა რუსთაველის გენიალური "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართა ნინოშვილელი გიგა დონდოლაძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. აქვე სახალხო დასის წევრებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მაისურებით იყვნენ შემოსილნი, წაიკითხეს ნაწყვეტები რუსთაველის გენიალური და უკვდავი პოემიდან. მათ საზოგადოების ნაწილიც შეუერთდა.
დღის ბოლოს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ სხვადასხვა სახის პრიზები, მედლები და თასები გადაეცათ.
26 მაისი ლანჩხუთში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია