უფასო კონსულტაციები გაიმართა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 29 მაისი 2017 09:13

27 მაისს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში უფასო კონსულტაციები გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის 20-მდე კვალიფიციურმა სპეციალისტმა გამართა. სპეციალისტებს შორის იყვნენ კარდიოლოგები და არითმოლოგები. პაციენტებს ჩაუტარდათ კაrდიოექოსკოპია და სხვა სახის გამოკვლევები. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ ექიმთა ჯგუფთან ერთად ორი ლანჩხუთელი ახალგაზრდა, საკმაოდ წარმატებული კარდიოლოგი თამარ გორგილაძე და ნიკა ქურიძე იმყოფებოდნენ. დღეს უფასო კონსულტაცია 160 ადამიანს ჩაუტარდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.