18 | 08 | 2017

გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

 

24 მაისს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სს „ უნივერსალურ სამედიცინო ცენტრ-„სა (პროფ. ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) და ლანჩხუთის რეგიონალურ „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ შორის . პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაფუძნებული დოკუმენტის თანახმად, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი მომსახურებაზე სხვადასხვა შეღავათებს სთავაზობს გამარჯვებულ ქალთა კლუბს, რომელიც ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ ქალთა გაერთიანებაა. კერძოდ, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების მიზნით, გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შუწყოს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიმართვიანობის გაზრდას. ხოლო უნივერსალური სამედიცინო ცენტრი თანახმაა ორგანიზაციდან გადმომისამართებული პაციენტს ჩაუტაროს შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და დიაგნოსტიკური პროცედურები 10 %-იანი ფასდაკლებით. გამარჯვებულ ქალთა კლუბიდან გამოგზავნილ თითოეულ პაციენტს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში დაენიშნება სპეციალური მეურვე, რომელიც მას სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის ანალოგიური შეთანხმების გაფორმება სხვა ორგანიზაციებთანაც იგეგმება.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია