26 | 06 | 2017

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალერა

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გულიანი-ჩოჩხათის გზაზე ხიდების მშენებლობა და პარალელურად ხარვეზების აღმოფხრის გამო მიმდინარე გზის ორმოვანი შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ, დაავალა შემსრულებლებს, დროულად აღმოფხვრან ის ხარვეზები, რომლებიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაფიქსირდა.
გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის ახალი გზით შვიდი სოფელი ისარგებლებს. საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს "სამკუთხედი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს და იგი აღნიშნული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია