18 | 08 | 2017

საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის საცდელი ტრანსლაცია განხორციელდა. საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხდომის მიმდინარეობისთვის პირდაპირ რეჟიმში ედევნებინათ თვალი. პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სმს ინფორმირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ , სმს სისტემის ერთიანი ბაზისათვის მათთვის ანკეტა-მემორანდუმის შეთავაზება, რომელზეც ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია