18 | 08 | 2017

საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები

საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე წარმართავდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების მოსაწყობად 12 ადგილი გამოიყო.

საკრებულომ მხარი დაუჭირა 2014 წლის 24 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანას „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლისათვის ვასილ ჩხაიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ .

განკარგულება დამტკიცდა, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ლანჩხუთი ტექ-სერვისისთვის“ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.

საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება გულისხმობს 2017 წლის სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო და საოპერაციო თანხებით დახმარების პროგრამაში მთლიანი ტექსტიდან ამოღებული იქნა სიტყვა მცხოვრები.

ცვლილებების გათვალისწინებით, საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ .

საკითხებში ,,სხვადასხვა“ დეპუტატებმა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრეს. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე პასუხობდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია