23 | 10 | 2017

აზიური ფაროსანის წინააღმდეგ წამლობა 10 დღეში დაიწყება

გუშინ ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი აზიანებს სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ისაუბრეს პრეპარატის შესახებ, რომელიც უკვე შემოტანილია საქართველოში. მათი თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან 122 პირი გადამზადდება და დაიწყებს თითოეულ სოფელში შეწამვლის პროცესს. სპეციალისტების განმარტებით, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანს ან სხვა მეურნეობას. უსაფრთხოების ზომების ზუსტი დაცვის შემთხვევაში პრეპარატი წამლავს მოხლოდ დასხურებულ ადგილს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა