23 | 10 | 2017

საჩუქრები პატარებს

1ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ დღის ცენტრ "იავნანასა" და ლესაში საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. გამგებელს თან ახლდნენ სოციალური საკითხების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები. "დიდი მადლობა თქვენ, რომ არასოდეს გავიწყდებით და საჩუქრებით გვანებივრებთ" - უთხრეს გამგებელს "იავნანას" აღსაზრდელებმა. ლესაში კი სტუმრებს არავინ ელოდა, ამიტომ მათ განსაკუთრებულად გაუხარდათ ტკბილეული საპირველივნისოდ. გამგებელმა ბავშვებს გასაკუთრებულად მიულოცა პირველი ივნისი და ბედნიერი მომავალი უსურვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა