29 | 06 | 2017

გამგებელი ნიგვზიანის საბავშვო ბაღს ეწვია

1ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სახის აქტივობებში (ასფალტზე ხატვა, აპლიკაციებისა და ნახატების შექმნა, ცეკვა, სიმღერა და ა.შ.)

ღონისძიებას ნიგვზიანის სააღმზრდელო ჯგუფში მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდა.
_„ყველა პატარას ვულოცავ ამ დღეს. ბედნიერ მოვალს და ლამაზ ბავშვობას ვუსურვებ. ლამაზ საქართველოში ეცხოვროს თითოეულ მათგანს“_ განაცხადა გამგებელმა.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია