23 | 10 | 2017

გამგებელი აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის გამგებელი დღეს ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე იმყოფებოდა. ზაზა ურუშაძე მოსახლეობას ესაუბრა. „-ვესაუბრე შესაბამის სამსახურებს მოიძებნა ალტერნატიული გზა. ქალაქის გავლით მძიმეწონიანი მანქანები აღარ ივლიან და მოსახლეობას დისკომფორტი აღარ შეექმნება. ჩინური კომპანიის გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანების მფლობელები 500 ლარით დაჯარიმდებიან“_განაცხადა მოსახლეობასთან საუბრის დროს გამგებელმა. ამავე დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩინური კომპანიის წარმომადგნელებს შეხვდა და მათ ალტერნატიული გზით სარგებლობასთან დაკავშირებით ესაუბრა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა