18 | 08 | 2017

პატარებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარმოადგინეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიგვზიანის საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა.

შემეცნებით–გასართობი ღონისძიება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ აღსაზრდელებმა სტუმრებს თავი ლექსებით და მხიარული სიმღერებით მოაწონეს, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიცაა ასფალტზე ცარცით ხატვა, აპლიკაციებისა და ნახატების შექმნა, ცეკვა და სპორტული აქტივობები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ვეხსიტყაიოსანის“ 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატარებმა აფორიზმები წარმოგვიდგინეს პოემიდან.

ბავშვთა დღისასდმი მიძღვნილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე, სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი, დავით წულაძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აღსაზრდელების მშობლებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პატარებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისთვის, ყურადღებისთვისა და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია