18 | 08 | 2017

საგარეო პოლიტიკა და ვიზალიბერალიზაცია

ჩოხატაურში, ივლიტას ბიბლიოთეკაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე , ,,საგარეო პოლიტიკა - ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“.

შეხვედრაზე NDI - ის წარმომადგენელმა დიანა ჩაჩუამ საქართველოში ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და ამ მირთულებით ჩატარებული კველვა გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, საკრებულოს წევრები, გამგეობის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. 
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid - ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

საჯარო ინფორმაცია