18 | 08 | 2017

ლანჩხუთელ მსოფლიო ჩემპიონს გამგებელმა ფულადი საჩუქარი გადასცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ლანჩხუთელ მსოფლიო ჩემპიონს, კარატე დოში, გუგა ივანაშვილს და მის მწვრთნელს, მერაბ თურქიას ფულადი საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარატე დო-ში, სადაც 26 ქვეყნის ათასზე მეტი კარატისტი მონაწილეობდა, მათ შორის ლანჩხუთელი გუგა ივანაშვილიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბულგარეთში გუგამ ბრწყინვალედ იასპარეზა _ ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოიგო, ფინალი კი რუმინელ სპორტსმენთან სუფთა გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიამატა იუნორებში (16-17 წელი, 61კგ). გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გუგა ივანაშვილს 800 ლარი, ხოლო მწვრთნელს, მერაბ თურქიას - 600 ლარი გადასცა. "გილოცავ ამ ტიტულს და გისურვებ, რომ კიდევ უფრო გესახელებინოს ჩვენი პატარა რაიონი", - მიმართა ზაზა ურუშაძემ ახალგაზრდა ჩემპიონს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია