22 | 08 | 2017

მუნიციპალიტეტს „აზიური ფაროსანა“-ს შემწამლავი ტექნიკა გადმოეცა

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უსასყიდლოდ გადმოსცა „აზიური ფაროსანა“-ს საწინააღმდეგო შესაწამლი ტექნიკა და პრეპარატი. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობა ორჯერ ჩატარდება.
გაცნობებთ, რომ დროულად ჩატარებული მექანიკური ღონისძიებები „აზიური ფაროსანა“-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელებას. მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყება „აზიური ფაროსანა“-ს წინააღმდეგ შეწამვლის პროცესი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია