აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 05 ივნისი 2017 10:32

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლაზე მომუშავე ჯგუფების სწავლება. ტრენინგები ჩაატარა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
ჯგუფების წევრებს ასევე გადაეცათ სათანადო აღჭურვილობა.
სწავლება ჩაუტარდათ და აღჭურვილობა გადაეცათ სუფსის, ღრმაღელის, ლესის, მაჩხვარეთის, გვიმბალაურის, ნინოშვილის, ქალაქის ტერიტორიაზე მომუშავე ჯგუფებს.
დღეს კი აღჭურვილობა გადაეცემათ მამათის, აკეთის, აცანის, ნიგოითის, შუხუთის, ჯურუყვეთის, ნიგვზიანის, ჩიბათისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულებში მომუშავე ჯგუფებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.