- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 05 ივნისი 2017 14:29
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ცენტრი მოინახულა. მას თან ახლდნენ იურიდიული სამსახურის უფროსი, შოთა ჩაგუნავა,ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ზურაბ ბზეკალავა და ასევე სპორტის განყოფილების უფროსი პაატა ურუშაძე.
კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ არის წვრილმანი დეფექტები,რომელიც გამოსწორებას ექვემდებარება. სამუშაოების შემსრულებლებს მიეცათ გარკვეული შენიშვნები.
