18 | 08 | 2017

ილია კილაძის ინიციატივით მამათის სკოლას წიგნები გადაეცა

ამ დღეებში მამათის საჯარო სკოლის ბიბილიოთეკის წიგნადი ფონდი 500-მდე წიგნით შეივსო. ბიბლიოთეკა რომ მოსწავლეების გამორჩეულად საყვარელი ადგილია, ბიბლიოთეკარმა მარინა ღლონტმაც დაგვიდასტურა.

სკოლას წიგნები და 2 პერსონალური კომპიუტერი წარმოშობით მამათელმა, პირველი არხის ჟურნალისტმა ილია კილაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

სკოლის დირექტორმა, გოჩა ებრალიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, ილია კილაძეს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სასიკეთო საქმეში.

მოსწავლეებმა საგანგებოდ სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე და მამათის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ურუშაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა, დასასრულს ანსამბლ ,,ხელხვავის“ წევრებმა ილია კილაძესთან ერთად სიმღერა შეასრულეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია