29 | 06 | 2017

მაყურებელი 9 ივნისს იხილავს "ტომისა და ჯერის" საათნახევრიან კოსტიუმირებულ სპექტაკლს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში სიახლეა. კულტურის ცენტრი ძალიან მალე ლანჩხუთელ მაყურებელს სამ სპექტაკლს სთავაზობს, რომლიდანაც ორი პრემიერაა.
მაყურებელი 9 ივნისს იხილავს "ტომისა და ჯერის" საათნახევრიან კოსტიუმირებულ სპექტაკლს.
ძალიან მალე ასევე შედგება პრემიერა მარკ კამელოტის პიესისა "FAMILY ფრანგული გარნირით".
მაყურებელი ასევე განმეორებით იხილავს ლაშა ბუღაძის პიესას "ნუგზარი და მეფისტოფელი"
სამივე სპექტაკლის რეჟისორია დავით წერეთელი.
ბილეთები გაიყიდება კულტურის ცენტრის სალაროში.

საჯარო ინფორმაცია