19 | 08 | 2017

მუნიციპალური განვითარების შესაძლებლობების პროექტის განხილვა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მუნიციპალური განვითარების შესაძლებლობის პროექტის განხილვა ჩატარდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მაშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან.
"ქვეყნის სწრაფი განვითრებისთვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა არის ქვეყნის მთავარ ჩარჩო. სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა,რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებისა და წლის განმავლობაში მათ სტაბილურ განაწილების 
საშუალებას.სივრცითი მოწყობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას,განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითებასა და რეგიონების დაკავშირებას" - აღნიშნა შეხვედრაზე პოლონელმა ექსპერტმა ალექსანდრა ჩიჟევსკმა.
შეხვედრას უძღვებოდა „გეოგრაფიკის“ სივრცით დაგეგმვის ჯგუფის წევრი არქიტექტორი ვახტანგ ჯოხაძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია