19 | 08 | 2017

ჩოჩხათის გზაზე ხარვეზები აღმოფხვრილია

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 11 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლევან ჩხაიძესთან ერთად გულიანი-ჩოჩხათის გზაზე ხარვეზების აღმოფხვრის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გზაზე სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა. რაც შეეხება ხარვეზებს, რამდენიმე ხნის წინ გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მშენებლობის მწარმოებელ ფირმას მკაცრი გაფრთხილება და დავალებაც მისვა, რომ პრობლემები დროულად მოეგვარებინა. 
ამ ეტაპზე ყველა პრობლემა მოგვარებული და აღმოფხვრილია.
შეგახსენებთ, რომ ჩოჩხათი-გულიანი-სუფსის 11 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს "სამკუთხედი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს და იგი აღნიშნული გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია