29 | 06 | 2017

მოსახლეობის საყურადღებოდ!

8 და 9 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური განაცხადით დილით 07:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს „ლესა» მთლიანად 110 კვ ეგხ „ნიგვზიანი“ს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, N47 ანძაზე შლეიფების ჩახსნის და დაერთების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 2467 აბონენტს(სოფლები: ლესა, ჯურუყვეთი, ჩიბათი, ნიგვზიანი).

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

საჯარო ინფორმაცია