29 | 06 | 2017

გამგებელი ნიგოითის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთ ახალი წარმომადგენელი, ზაზა წულაძე, წარუდგინა.
გამგებელმა სოფელში ჩატარებული და განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნიგოითში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 397 338 ლარი დაიხარჯა. მოხდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება, მოეწყო ხიდები და მილხიდები, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რამდენიმე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ა.შ. რაც შეეხება სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს ამ კუთხით, 89 946 ლარია ბოლო სამ წელში დახარჯული (თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და მე-2 მსოფლიო ომი მონაწილეთა დახმარების პროგრამა და ა.შ.) გარდა ამისა, სოფელ ჩოლობარგში დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სოფლის მოსახლეობას 2017-2018 სასწავლო წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ღირებულება 363 326 ლარს შეადგენს. ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს გაზის მიერთების სამუშაოები. 5-ვე სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 
გამგებელი ნიგოითში ასევე სოციალურად დაუცველ ნინო გორგილაძისა და რომან თაბაგარის ოჯახებს ეწვია. თაბაგარის ოჯახში 7 ბავშვი იზრდება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ ტკბილეული და სხვადსხვა სახის სურსათი გაადასცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია