29 | 06 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი განიხლეს.

საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“ .

,, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილია და 2017 წლის ბიუჯეტში გრანტის სახით ასახულია 21 5 784 ლარი. შესაბამის სამინისტროებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიება განხორციელდეს ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, რისთვისაც გადაეცეს 215 784 ლარი სუბსიდიის სახით“, განმარტა საკითხის წარმდგენმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ .

საკითხი, გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ წარადგინა: ,,ევროკავშირის საგრანტო კუნკურსის ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი, გრანტის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 14 748 ევრო. იმისათვის რომ გრანტი მიიღოს მუნიციპალიტეტმა, აუცილებელია მთავრობის ნებართვა. საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ მოხდბა ამ თანხის მიღება“.

პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტების კოორდინატორი ლევან მჟავანაძე.

პროექტის განხორციელებაში გურიის ოთხივე მუნციპალიტეტთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.

,,პროექტის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური მონაცენთა ბაზა, რომელზეც არის დატანილი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც ტურისტისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მაგალითად ისტორიული, არქიტექტურული ობიექტები, ინფორამცია სასტუმროების, სპორტული კომპლექსების თუ სხვა მომსახურების სერვისების შესახებ. შექმნილია ასევე ქართული და ინგლისურ ენოვანი მობილური აპლიკაცია - (დამუსავების პროცესშია რუსულენოვანი აპლიკაცია) ,,რა ყოფილა გურია“, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება. აპლიკაციის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება გურიის ტურისტული ინფორმაციის მოძიება. ზაფხულში გაიმართება ფესტივალი, ე. წ ,,CHARRETTE” , სადაც სხვადასხვა ექსპერტები იქნებიან მოწვეულები, რომლებიც დამატებითი ინფორმაციას დაამუშავებენ გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, აღნიშნა ლევან მჟავანაძემ.

განკარგულების მიღებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით განხორციელდება პროექტი, რის შედეგადაც შემუშავდება გურიის ტურიზმის განვითარების სტარატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძვნება ინფორმაციის გამჭვირვალობას, მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიწვევს ბიზნეს სექტორში ინვესტირების სტიმულირებას და ზოგადად, გურიის ტურიზმის სექტორის განვითარებას. ყოველივე ეს მოახდენს გურიის რეგიონის, როგორც ტურისტული ადგილის და რეგიონში ტურიზმის ინვესტირების შესაძლებლობის პოპულარიზებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

საჯარო ინფორმაცია