18 | 08 | 2017

მე-4 კლასი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობა

დღეს ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის მე-4 კლასმა დამამთავრებელი ღონისძიება გამართა. 
თვალხატულა გოგო-ბიჭები პირველ მასწავლებელს მარიკა იმნაძეს დაემშვიდობნენ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ქალბატონი მარიკა რუდუნებით მუშაობდა თითოეულ ბავშვთან, მათი თანამოაზრე და გულწრფელი გულშემატკივარი იყო.

რასაკვირველია იყო ძალიან ბევრი მოგონება, ბავშვებმა გაიხსენეს ერთად გატარებული 4 წელი, მათ მიერ გამოშვებული პირველი გაზეთი, მეგობრების წარმატება, გივიკო ზოიძის არაერთი დასამახსოვრებელი ასპარეზობა ჭადრაკში, ქრისტინე ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზერუმში გაიმართა, ანანო წილოსანის მათემატიკის ევერესტის ტურში გამარჯვება, სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა და ა.შ.

ეს ის წლებია, ბავშვები მეგობრობას , ერთ გუნდანდ შეკვრას, ერთნანეთის სიხარულისა და წარმატების გაზიარებას სწავლობენ.

ღონისძიებას საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განთლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე დაესწრო.

როგორც მოსალოდნელი იყო შემაჯამებელი ღონისძიება ემოციური გამოდგა. ღონიძიებას ბოლომდე გასდევდა სამშობლოს, მოყვავის, დედა ენის სიყვარული.

მათ მიერ შესრულებულმა ლიტერატურულმა, მუსიკალურმა კომპოზიციამ, ტრადიციულმა ხალხურმა ცეკვებმა მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია