23 | 10 | 2017

კიდევ ერთი შეხვედრა „აზიურ ფაროსანასთან“ დაკავშირებით.

დღეს ადმინისტრაციული შენობის სხდომა დარბაზში „აზიურ ფაროსანას“ საწინააღმდეგო შეწამვლასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ განემარტა მავნებლის საწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდისა და წამლის შესახებ. 
„-კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური და ძლიერ მოქმედი პრეპარატი. პრეპარატს გავლილი აქვს ეკოტოქსიკოლოგიური კვლევები. ზღვარი გადის რისკსა და სარგებელს შორის, თუკი უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული პრეპარატი სარგებელს მოგვიტანს. საქართველოში ფაროსანას უკვე 30-ზე მეტი სახეობა დაფიქსირდა“- აღნიშნეს სპეციალისტებმა სიტყვით გამოსვლისას.
მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დღეს უკვე დაიწყო ოზურგეთში. წამლობა ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატით ჩატარდება, მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰა-მდე მიწის მფლობელს პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემა. სამუშაოების სტანდარტების დაცვით ჩატარების შემთხვევაში შინაურ ცხოველებსა და ფუტკარს საფრთხე არ შეექმნება. 
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ადგილობრივების დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა