23 | 10 | 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“.

,, საქართველოს მთავრობის 19 მაისის N984 განკარგულებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებისათვის გამოყოფილია და 2017 წლის ბუჯეტში ასახულია გრანტის სახით სულ 215784 ლარი, მათ შორის მუშახელის შრომის ანაზღაურებისათვის 199 800 ლარი და საწვავის შესყიდვისთვის 15 984 ლარი. შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიება განხორციელდეს ა(ა)იპ საგარეო- ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, რისთვისაც გადაეცეს 215784 ლარი სუბსიდიის სახით.
საქართველოს მთავრობის 2 ივნისის N1091 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 250294 ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების თანადაფინასება 13177 ლარი საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, ავტომობილის პარკირების მოწესრიგებისათვის გამოიყოს 2000 ლარი. ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდოს მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 15177 ლარით“,განმარტა საკითხის მომხსენებელმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლად ლაშხიამ.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია და სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა