26 | 06 | 2017

გამოსაშვები ზეიმი მაჩხვარეთის ბაღში

14 ივნისს,მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის მზაობის ჯგუფს გამოსაშვები ზეიმი ჰქონდა. ბაღის ეზოში, რომელიც განსაკუთრებულად იყო მორთული, პატარები სტუმრებს თავს აწონებდნენ სიმღერებითა და ცეკვებით. აღმზრდელთა სანაქებოდა უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა ყველაფერს შესანიშნავად გაართვეს თავი. ზეიმის დასასრულს ბავშვებსა და მშობლებს მიესალმა ბაღის ხელმძღვანელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას და განსაკუთრებით, გამგებელ ზაზა ურუშაძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. სკოლამდელი ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემაც არ დაიშურა სამადლობელო სიტყვები გამგებლისადმი. მისი თქმით, არასოდეს ასეთი ყურადრება ბაღებს აღმასრულებელი რგოლიდან არ უგრძვნია. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალი თაობა იყოს ლაღი და ხალისიანი" - განაცხადა ბატონმა დავითმა. თავის მხრივ გამგებელმა ზაზა ურუშაძემაც მიულოცა ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, საბავშვო ბაღის დასრულება და ბედნიერი მომავალი უსურვა: - მნიშვნელოვანი ეტაპი დგება თქვენ ცხოვრებაში, მოსწავლეები უნდა გახდეთ მე ვიცი, რომ თითოეული პედაგოგი განსაკუთრებულად იხარჯება, რომ თქვენ მოგცეთ შესაბამისი ცოდნა და განათლება. თქვენს კვებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე კი ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ მომავალშიც. გისურვებთ წარმატებებს" - მიმართა პატარებს ზაზა ურუშაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია