22 | 10 | 2017

პროექტის ფარგლებში წყალწმინდის საბავშვო ბაღში მონიტორი დამონტაჟდა

პროექტის „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, სოფელ წყალწმინდის საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდა.

მონიტორი საბავშო ბაღს ,,ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გოგიჩაიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ხელაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, თემურ მარშანიშვილთან ერთად გადასცა.

პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

დავით გოგიჩაიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა სმს სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ანკეტა-მემორანდუმზე ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონიტორი უკვე განთავსდა ნიგვზიანის საბავშვო ბაღის შენობაში და ასევე დამონტაჟდება შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში.

პროექტს ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა