22 | 10 | 2017

ეთიკის კომისიამ სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე რომან ბიწაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს.

სხდომაზე კომისიის 2017 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.

კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ .

კომისიის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის განმარტებით, ცვლილება განპირობებულია „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც საჯარო დაწესებულებებს დაევალათ 2017 წლის 1 ივლისამდე შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა