18 | 12 | 2017

შუხუთის საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდება

➤პროექტის „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში- საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდება.

➤მონიტორი შუხუთის საბავშვო ბაღის გამგეს ,,ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გოგიჩაიშვილმა გადასცა და შეკრებილ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

➤პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

➤შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ანკეტა-მემორანდუმიც შეავსო, რაც გულისხმობს მათი მხრიდან თანხმობის დადასტურებას, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს-გზავნილის მიღებაზე.

➤პროექტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობით ახორციელებს ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია UNDP.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა