23 | 08 | 2017

საკრებულო წიგნის ბანკის შეგროვებაში ჩაერთო

,,წიგნები საქართველოდან ემიგრანტებისათვის“- ამ სახელწოდებით ჩატარდა აქცია დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელიც მიზნად ემიგრანტებისთვის წიგნების შეგროვებას ისახავდა.

აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გახლდათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო წიგნის ბანკის შეგროვებაში ჩაერთო და ემიგრანტებს საკუთარი წარწერით მიძღვნილი წიგნები უსახსოვრეს.

აღნიშნული კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში, ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, რა დროსაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია) ემიგრანტებმა გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის/გამდიდრების სურვილი.

,,ჩვენი პროექტის ძირითადი იდეა არის მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში. მთავარი მიმართულება არის კვლევის კომპონენტი და კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირების გაწევა ემიგრანტთათვის. ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, ასევე, ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებს რეგიონში საქართველოს მასშტაბით. ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა მათთვის ქართული წიგნის კუთხე. ამ აქციით გვინდა მცირე ყურადღება გამოვხატოთ მათდამი,“ – აღნიშნა მიგრაციის პროექტის კოორდინატორმა აჭარა-გურიის რეგიონში ირაკლი ვარშანიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია