22 | 10 | 2017

სპორტში ლანჩხუთი ლიდერობს

"სპორტი ბარიერების გარეშე" რეგიონული ტურნირი ოზურგეთში კალათბურთსა და ჭადრაკში ჩატარდა.
ორივე სახეობაში როგორც გოგონები, ასევე ვაჟები მონაწილეობდნენ. ერთმანეთს ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ.
კალათბურთში პირველი ადგილი ვაჟთა შორის ლანჩხუთელებმა დაიკავეს.
ასევე, ჭადრაკში პირველადგილოსანი ლანჩხუთელი მოჭადრაკე გოგონა გახდა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონის ჩემპიონები ანაკლიაში ათდღიან ტურნირზე წავლენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა