19 | 12 | 2017

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს საამშენებლო მასალა გადაეცემა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 23 აპრილს სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს სახურავი და სხვა სახის საამშენებლო მასალა გადაეცემა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე თავად იმყოფებოდა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოციალურად დაუცველ ჟორჟიკაიშვილებისა და ბარამიძეების ოჯახებს, აღნიშნული საამშენებლო მასალა გადაეცა.
_„მადლობას გიხდით დახმარებისათვის. გმადლობთ მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის“ - განაცხადა ფატი ბარამიძემ.
კვირის ბოლომდე დაზარალებულებს სახურავებთან ერთად ხის მასალა და საამშენებლო ბლოკი გადაეცემათ. საერთო ღირებულებამ ჯამში 139 831 ლარი შეადგინა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა