19 | 12 | 2017

გეგმიური მონიტორინგი სპორტულ ცენტრში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა - ევგენი ჩიჩუამ, კახა ურუშაძემ, ელენე ნაჭყებიამ და თემურ მარშანიშვილმა გეგმიური მონიტორინგი ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრში“ განახორციელა. კომისიის წევრები უშუალოდ ა (ა)იპ-ის დირექტორს გურამ იმნაიშვილს და ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრნენ. დაათვალიერეს საცურაო აუზი და ადგილზე მისვლით გაეცვნენ იქ არებულ ვითარებას. კომისიამ ასევე გვიმბალაურში განთავსებული საჭიდაო დარბაზი მოინახულეს. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მონიტორინგის მიზანი სიტუაციის შესწავლა, პრობლემების აღმოფხვრა და არსებული ვითარების გაუმჯობესება გახლავთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა