19 | 11 | 2019

ლელოს გამართვის დღეს მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება

15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შუხუთში ტრადიციული სახალხო თამაში „ლელო” გაიმართება, ამ დღესთან დაკავშირებით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები: ხალხური რეწვის ნიმუშების, სამხატვრო სკოლის ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა; სპორტული ცენტრის ჭიდაობის სექციის საჩვენებელი გამოსვლა.

ღონისძიებას გაალამაზებს ანსამბლების: „გორდელასა“ და „ურსას” კონცერტი, რასაც დაასრულებს ტრადიციული ლელო ქვემოურებსა და ზემოურებს შორის.

ლელოზე ელოდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ სტუმრებს. შუხუთში უკვე იმყოფება ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი რადეკ პოლაკი და მისი თანაშემწე. ისინი ეცნობიან ქართულ კულტურას და ღირშესანიშნაობებს. პოლონელი ფოტოგრაფი Altervision Group DESIGN-თან (დირექტორი ვახო ბაბუნაშვილი) ერთად ახორციელებს პროექტს „ლელო არქაული დროიდან დღემდე”. რაც გულისხმობს უძველესი ქართული თამაშის „ლელოს” ფერადი ფოტორეპორტაჟის გამოცემას წიგნად. 30 გვერდიანი გამოცემა ქართულ-პოლონურ ენაზე დაიბეჭდება. წიგნში ფოტოების გარდა, აღწერილი იქნება ლელოს ისტორია.

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ქართული სამზარეულოს დაგემოვნება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია