17 | 12 | 2017

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს

20 ივნისს,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევიდა. სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც საკრებულოს აპარატის, გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას ეხება. ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნას შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.ბიურომ განიხილა საკითხები, რომლებიც გულისხმობს გამგებლისთვის თანხმობის მიცემას ა(ა)იპ-ებისთვის ქონების უსასყიდოლო გადაცემაზე. ( ა(ა)იპ „ლანჩხუთის სერვისი“; ა(ა)იპ ,,საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერბების, ინვესტიციების, ტრანსპორტირების, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი“ ). სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ . ძირითადი საკითხების შემდეგ ბიურომ მუშაობა სხვადასხვა საკითხების ფორმატში გააგრძელა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 27 ივნისს 11.00 საათზე გაიმართება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა