17 | 12 | 2017

სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებს სიგელები გადაეცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეებს სამადლობელი სიგელები გადასცა.
აღნიშნული სკოლის აღსაზრდელებმა (პედაგოგი ავთანდილ თურქია) ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-3-ე ეროვნულ კონკურსზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვეს.
_„ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. გილოცავთ მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის სახელით. თქვენ მთელ ქვეყანას გააცანით ჩვენი ფოლკლორი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“_განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.
სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა მამა ირაკლიმ დალოცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა