19 | 12 | 2017

გზების დეპარტამენტის წარმომადგნელები გამგებელს შეხვდნენ

დღეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ბაქარ ბაბუხარდია და მშენებლობის სამმართველოს უფროსი გუგა კაკაბაძე მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რაც ავტობანის მშნებლობას უკავშირდება. ასევე განიხილეს 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტი (მესამე ლოტი _გვიმბალაური-ნიგვზიანი), რომლის მშენებლობა ეტაპობრივად გაგრძელდება.
„-ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის გზა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშენებლობას ხელი შევუწყოთ, თუმცა მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები“ _განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.
საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა