19 | 12 | 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირი გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თათბირი გამართა.
შეხვედრის ძირითადი საკითხი „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ დაწყებული წამლობა და დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მცენარის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. თითქმის ყველა სოფელშია დაწყებული შეწამვლის პროცესი.
გარდა ამისა, ზაზა ურუშაძემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებასთან დაკავშირებით მიმოიხილა შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნა:
„-განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დასუფთავების საკითხს. მკაცრ კონტროლზე გვექნება აყვანილი თითოეული სოფელი. მნიშვნელოვანია გრიგოლეთის საკურორტო ზონა.“ გამგებელმა დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს აქტურად ჩაერთონ ამ პროცესში და წარმომადგნელებთან ერთად მაქსიმალური ყურადღება მიაციონ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა