17 | 12 | 2017

კომისიამ მონიტორინგი საბავშვო ბაღებში განახორციელა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ღრმაღელისა და წყალწმინდის საბავშვო ბაღებში მონიტორინგი განახორციელა. კომისიის თავმჯდომარემ- ია ჩხაიძემ და ამავე კომისიის წევრებმა კახა ურუშაძემ და თემურ მარშანიშვილმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს იქ არსებული მდგომარეობა. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, მონიტორინგის მიზანი სიტუაციის შესწავლა, პრობლემების აღმოფხვრა და არსებული ვითარების გაუმჯობესება გახლავთ. მათი განცხადებით, აუცილებელია დადგეს ღრმაღელეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი. ვინაიდან, შენობა, სადაც ამჟამად საბავშვო ბაღია განთავსებული არ არის სტანდარტის შესაბამისი და გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. რაც შეეხება წყალწმინდის ბაღს, მომავალი სასწავლო წლიდან ერთი ჯგუფის დამატებას საჭიროებს. შენობას აქვს შიდა რესურსი, რომ დამატებით კიდევ ერთი ჯგუფის განთავსება მოხერხდეს. თუმცა ეს არ გამორიცხავს, საბავშვო ბაღისთვის სააქტო დარბაზის მიშენების აუცილებლობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა