17 | 12 | 2017

საფინანსო კომისიამ სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა დღის წესრიგი კომისიის წევრებთან ერთად და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.

გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა ელიკო იმაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას ეხება. ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. მან ისაუბრა საჯარო მოხელეებისთვის საკლასო ჩინის მინიჭების საკითხებზე, მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესრულებული სამუშაოების შეფასებაზე, საჯარო სამსახურში მიღების წესზე, მოხელეთა რეზერვზე და შრომის ანაზღაურებაზე.
კანონის შესაბამისად ცვლილება უნდა განხორციელდეს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში.

კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფილ უნდა იქნას შტატების დასახელებებში ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას ეხება. აღნიშნულის შესახებ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტება გააკეთა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა