21 | 11 | 2017

კომისიამ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ იმსჯელა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესბის საკითხთა კომისიის სხდომაზე, თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძემ დღის წესრიგი კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა ელიკო იმნაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას ეხება. ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. მან ისაუბრა საჯარო მოხელეებისთვის საკლასო ჩინის მინიჭების საკითხებზე, მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესრულებული სამუშაოების შეფასებაზე, საჯარო სამსახურში მიღების წესზე, მოხელეთა რეზერვზე და შრომის ანაზღაურებაზე. კომისიამ განიხილა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებები, რომელიც ასევე კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. კომისიამ განიხილა საკითხი, რომლებიც გულისხმობს გამგებლისთვის თანხმობის მიცემას ქონების ა(ა)იპ ,,საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერბების, ინვესტიციების, ტრანსპორტირების, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრისთვის“ უსასყიდოლო გადაცემაზე. კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრულ სხვა მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ იმსჯელა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა