17 | 12 | 2017

,,ციცინათელამ" დღის ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე და ამავე კომისიის წევრები დღის ცენტრ ,,იავნანას“ აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად გასართობ პარკ -,,ციცინათელაში“ იმყოფებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მესამე წელია, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წამოწყებულ აქციას, პარკის დირექტორი, ნინო ჩხაიძე ადმინისტრაციასთან ერთად უერთდება და დღის ცენტრის აღსაზრდელებს ყოველ წელს სიამოვნებით მასპინძლობს.

მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ატრაქციონებით უფასოდ ესარგებლათ. ბავშვებმა პარკში დრო სასიამოვნოდ გაატარეს, იმხიარულეს 
და კიდევ ერთი დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე დღე დაიტოვეს მოსაგონებლად.

კომისიამ მადლობა გადაუხადა ,,ციცინათელას" ადმინისტრაციას გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომ 
აღსაზრდელებთან ერთად სასიამოვნო გარემოში ერთი დღის გატარების საშუალება მიეცა. 
თავის მხრივ დღის ცენტრის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა მადლობა გადაუხადეს კომისიის წევრებს.

დღე პიკნიკით დასრულდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა