19 | 12 | 2017

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე იმყოფებოდა.
გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა, შემდეგ კი აღმაშენებლის ქუჩა მოიხრეშება.
ზაზა ურუშაძემ ამავე დროს ზემო ჩიბათში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სოფელში რკინა-ბეტონის გზა კეთდება, რომელიც 240 მეტრს მოიცავს. ადგილობრივების თქმით, სოფლის გზა იმდენად იყო დაზიანებული, გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. რკინა-ბეტონის გზა სოფელ ჭალაშიც იგება. სამუშოები თვის ბოლომდე დასრულდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა