17 | 12 | 2017

გამგებელმა ორაგვეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძესთან ერთად მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
სოფელ ორაგვეში დაწყებულია ბუნებრივი გაზის შეყვანის სამუშაოები. სამუშაოებს შპს „უნიშენი“ ასრულებს. პროექტის თანახმად ბუნებრივი აირი 100-მდე ოჯახს მიეწოდება.
„-მადლობას გიხდით ამ დიდი საქმის მხარდაჭერისათვის. გმადლობთ, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანეთ. ორაგვე მაღალმთიანი სოფელია, გადაადგილება ძალიან ჭირს, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში. შეუძლებელი ხდება სათბობი შეშის მომარაგება. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ამ კარგი საქმით“_ განაცხადა სოფლის ადგილობრივმა მცხოვრებმა ტარიელ ურუშაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა