17 | 12 | 2017

ფრაქციამ მორიგი სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ, ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გამართა. 
სხდომის თავმჯდომარემ, ელგუჯა ჩხაიძემ დღის წესრიგი ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.

გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა ელიკო იმნაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანას ეხება. 
,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალმა კანონმა 4 რანგი განსაზღვრა, შესაბამისად ცვლილება გამოწვეულია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. 
,, 1-ლი რანგი არის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ეწოდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე რანგი- სამსახურის უფროსის მოადგილე ასეთის არსებობის შემთხვევაში,ან განყოფილების უფროსი, რომელსაც მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეწოდება, მესამე რანგი ჩვენს შემთხვევაში არის - პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მეოთხე რანგის თანამშრომელი გამგეობას არ ჰყავს“, აღნიშნა ელიკო იმნაძემ.

კანონის შესაბამისად ცვლილება უნდა განხორციელდეს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაში. როგორც რომან ბიწაძემ განსამარტა, საკრებულოს აპარატის საშტატო ერთეული ოთხი რანგით განისაზღვრება.

ფრაქციამ განიხილა საკითხები- რომლებიც გამგებლისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს ა(ა)იპ-ებისთვის ქონების უსასყიდლო გადაცემის თაობაზე. მომხსენებლის, გიორგი ფაცურიას განმარტებით, საუბარია ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის სერვისისთვის “ 2 ნაგავმზიდის , ხოლო „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი“-სთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი მოწყობილობის გადაცემაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა